ვაცნობ შეფასების რუბრიკებს,რომლითაც პროექტის მანძილზე მოხდება მუშაობის პროცესის შეფასება. ვამზადებთ ბროშურას დავავრცელებთ.
პროექტის პირველ კვირას ხდება პროქეტის დაგეგვმა. მოსწავლეები ისახავენ მიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიებს, დროში შესასრულებელ სამუშაოს, რისთვისაც, თავდაპირველად მოსწავლეებს მათი ინტერესის, შესაძლებლობებისა და მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით ვაძლევ დავალებებს, ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია: მეღვინეობაზე, სოფლის ტერიოტორიაზე გავრძელებულ ვაზის ჯიშებზე,ღვინის ქარხნებში წარმოებულ სამარკო ღვინოებზე, მათი გასაღებსი ბაზრებზე, ღვინის სამკურნალო თვისებებზე და ღვინოსთან დაკავშირებულ გამონათქვამებზე, ღვინის წარმოების ტექნიკაზე, თექნოლოგიებსა და ღვინის წარმოების ეტაპებზე. ამის შემდეგ მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას ახარისხებენ, აკეთებენ ჩანაწერებსა და შენიშვნებს დღიურში.
პროექტის ამ ეტაპზე ვაწარმოებ მოსწავლეების მიერ გაწეული სამუშაოს მონიტორინგს- რამდენად სანდო წყაროებიდან არის მიღებული ინფორმაცია(ვაცნობ საავტორო უფლებების დაცვის წესებს), ვაფასებ მოძიებულ ინფორმაციას რუბრიკით.
ამის შემდეგ მოეწყობა მიზნობრივი ექსკურსია, მოინახულებენ ალ. ჭავჭავაძის უძველეს მარანს, ენოთეკასა და შპს. ღვინის კომპანიას_"შუმი", რათა მოხდეს მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დაკავშირება. მოსწავლეები უშუალოდ ადგილზე გაეცნობიან ღვინის ქარხანას, ღვინის წარმოებისათვის საღირო ტექნიკას, ღვინის წარმოების ეტაპებსა და თექნოლოგიებს. გადაიღებენ ფოტოებს, გააკეთებენ ჩანაწერებსა და კომენტარებს.
ეს ეტაპი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. პროექტის მანძილზე ხდება მოსწავლეებზე არაფორმალური დაკვირვება ჩანიშვნები, ინდივიდიალურ და ჯგუფურ საქაღალდეში.
პროექტის მეორე კვირას მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას ამთლიანებენ, გაიმართება დისკუსია. შეადარებენ ძველი და თანამედროვე ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს. გაანალიზებენ თუ როგორ ესახებათ მეღვინეობის შემდგომი განვითარება, იმსჯელებენ მეღვინეობის განვითაების პერსპექტივებზე, ღვინის ღირებულებებზე, მის როლზე. გააკეთებენ დასკვნას, რამდენად მნიშვნელოვანია მეღვინეობის განვითარება წინანდალში მოსახლეობის ეკონომიკური და კულტურული კეთილდღეობისათვის.
ამ ეტაპირს ბოლოს გეგმების შესამოწმებლად დაიგეგმება ინდივიდუალური და ჯგუფური სტრუქტურირებული ინტერვიუები. ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებს უბიძგებთ ახსნან და დაასაბუთონ მათი გაგების დონე არსებული მომენტისათვის.
პროექტის მესამე კვირას მოსწავლეები მოახდენენ პროექტის მანძილზე მიღებული სწავლის შედეგების ასახვას. მოსწავლეები შექმნიან პროდუქტს, წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს: ფოტო სტენდს, ელ-პრეზენტაციას, და პროექტის ვებ-გვერდს.
პრეზენტაციის ბოლოს წინასწარ შედგენილი რუბრიკების საშუალებით მოხდებამოსწავლეთა თვითშეფასება, პრეზენტაციისა და პროექტის შეფასებები.
ამრიგად, პროექტის განხორციელებით მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაცია, დაგეგმონ და განახორციელონ ახალი პროექტები.
გმადლობთ ყურადღებისათვის!
No comments:
Post a Comment