Monday, May 25, 2015

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს  მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის.
 ·      აფასებს საქართველოს მდებარეობას, ბუნებრივ პირობებს და სტრატეგიულ რესურსებს (მინერელური რესურსები); გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე; 
გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები.
  • რუკებისა და ტექსტური მასალის გამოყენებით აღწერს საქართველოსათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან რესურსებს (მინერალური და საწვავი რესურსები და სხვა) და აკავშირებს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ.: ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია); აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით აჯგუფებს საქართველოს რეგიონებს;
  • გეო.IX.4. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას.
    • აგროვებს ინფორმაციას (საქართველოს ატლასისა და სხვა თვალსაჩინოების მიხედვით) და ლანდშაფტის ფარგლებში აკავშირებს არსებულ ბუნებრივ ფაქტორებს, მოსახლეობასა და მეურნეობას; მსჯელობს მისი მდგრადი განვითარების პერსპექტივაზე;

    კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
    ●     საღი მსჯელობა და აღქმა;
    ●     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
    ●     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
    ●     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
    გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
    ●     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

    კომუნიკაცია და თანამშრომლობა
    ●     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
    ●     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
    ●     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
    ●      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
      

No comments:

Post a Comment